ანალიტიკაპუბლიკაციები

«თვითმკვლელობის» მექანიზმია ჩართული ქართულ საზოგადოებაში, — თეიმურაზ ზაქრაძე

დღევანდელობაში წყდება საუკუნის უმთავრესი საკითხი.
როგორი იქნება კავკასიის ბედი?
ჩვენ ქართველებს სრულიად სამართლიანი წყენა გვაქვს ევროპის მიმართ, არა იმიტომ რომ გერმანიამ 10 წლის წინ მაპი არ მოგვცა, არამედ ბევრად ადრე 1920 წელს ევროპამ აღიარა კავკასიია რუსეთის საკუთრებად და ამას მოყვა ყველა ის უბედურება რაც მოიტანა გასულმა საუკუნემ. სსრკ-ს შექმნა, მეორე მსოფლიო ომი, მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ ევროპის დამორჩილება და ა.შ.
ოღონდ არ არის ისე მარტივად როგორც ჩანს. იგივე გერმანიის დამსახურება იყო 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატული რესპუბლიკის დაარსება. ოღონდ იმ დროს არსებული გეოპოლიტიკური წესრიგი სხვა გამოსავალს არ უტოვებდა ევროპას და რუსეთს აღიარებდნენ ევრაზიის ღერძ სახელმწიფოდ. ამიტომ დაუთმეს კავკასია რასაც საქართველოს და მთელი კავკასიის ანექსია მოყვა.
ამჯერად კავკასიის მფლობელობა მოსკოვს აღარ გასდის. ევროპა აღარ აღიარებს კავკასიას მოსკოვის საკუთრებად. ამიტომ მოსკოვს დარჩა ვარიანტი, რომელიც გაანეიტრალებს ევროპის და კავკასიის ერთობის მისწრაფებას.. ნატო-ს ჩამოშორება კავკასიიდან იდეალურია მოსკოვისთვის. რუსული და ამერიკული ბაზები საქართველოში კავკასიას ევროპისგან მოშორებულ «კუნძულად» აქცევს, რაც შეაფერხებს აბრეშუმის გზის აღდგენას და მოსკოვს იმპერიის ამ ფორმით არსებობას გაუხანგრძლივებს.
ამიტომ ანტიევროპული ისტერია და «გაჟონილი» ინფორმაციები რომ ტრამპი აპირებს საქართველო დაიცვას და ამერიკული ბაზები დააყენოს, არის სწორედ ის სტრატეგია რაც მოსკოვს აწყობს, ევროპაზე გაბრაზებული ქართველობა კი მორიგად ისევ მოსკოვის მანიპულაციის მსხვერპლია და ევროპას აბრალებს.
დღევანდელი ახალი მთავრობა უკვე სრულად არის ტრამპის კონტროლის ქვეშ და საქართველოს ევროპისგან ჩამოცილების პოლიტიკა უფრო გაღრმავდება. ამჯერად ტრამპი ელჩსაც დანიშნავს.
რეალურად კი საქართველოს და კავკასიას სჭირდება ნატო-ში ინტეგრაცია, ნატო-ს სტანდარტებზე აწყობა, თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია. სანამ ტრამპი არის თეთრ სახლში თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია არ გვექნება და იოლად კონტროლირებადი, უუნარო და ღარიბი ქვეყანა ვიქნებით.
ქართული საზოგადოება და ოპოზიცია მემარჯვენე შემართებით სწორედ ოლიგარქიულ მმართველობას და მოსკოვის გავლენას ამყარებს.
«თვითმკვლელობის» მექანიზმია ჩართული ქართულ საზოგადოებაში.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ნუ გავხდებით პანიკის მსხვერპლები»

450 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს ყოველდღიური შემოსავალი აქვთ 2 ლარი

აქცია, სახეები 6. აგვისტოს ომი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი