covid-19

თენგიზ ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს

თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის მდგომარეობა დაავდების მეექვსე დღეს გაუარესდა და მას ორმხრივი კოვიდპნევმონია, ტემპერატურის მატებასთან ერთად აღენიშნება.

«ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს — იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი «რემდესივირი» ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ 12 წელს ზემოთ ასაკიდან პირების აცრას

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ასი ათასს უახლოვება

ტელეკომპანია «დიას» ჟურნალისტს კორონავირუსი დაემართა

დატოვე კომენტარი