პუბლიკაციები

«თელავში, ერეკლეს სასახლეში პრეზიდენტის ინაგურაცია სწორედ მოსკოვის ვასალობისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯია»

მონარქიის აღდგენა ავტომატურად დაგვაბრუნებს მოსკოვის ვასალობაში სამართლებრივად გეორგიევსკი ტრაქტატის საფუძველზე და ამას ვერ შეეწინააღმდეგება ევროპის სამეფო კარები…
ჩვენ მონაქიზმისკენ ყველა გზა მოჭრილი გვაქვს, მონარქიზმი პირადაპირ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვას. არც ბაგრატიონებს აქვთ მეფობის მორალური უფლება, მათ ქვეყნის და ერის დამონებას მოაწერეს ხელი…
გამოდით რა ილუზიიდან ვისაც მონარქიზმის ბრწყინვალება გხიბლავთ. არც კი დაუშვათ ეს აზრი.
ქართული ტახტის აღდგენას ელოდება მოსკოვი, ყველაფერი მზად აქვს თავისი ტახტი რომ აღადგინოს მყისიერად. მემკვიდრეც, ბაგრატიონ მუხრანელი მზად ჰყავთ. რომელიც შუა აზიას სტუმრობდა და განაცხადა ბაგრატიონები მუჰამედის ნათესავები ვართო… რუსული იმპერიის აღდგენა ბაგრატიონების ფაქტორით. ანუ ჩვენსავე ამპარტავნობას გვაწირინებს მოსკოვი ჩვენსავე თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
გგონიათ თარხან მოურავი თავისით აჟღერებს ასეთ რამეებს? ან რაინდი ვასაძე?
თელავში, ერეკლეს სასახლეში პრეზიდენტის ინაგურაცია სწორედ მოსკოვის ვასალობისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯია.
კატეგორიულად არ ვაღიარებ საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

არაფერია ახალი მზის ქვეშ, ანუ თევზი თავიდან ყარს

Joni Kvaracxelia

გამქრალი და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი მეგრული გვარები

Joni Kvaracxelia

აბსოლუტური ბოროტება

დატოვე კომენტარი