პუბლიკაციები

თევდორე სუსანინი – გმირის დაკოპირებული ისტორია

როგორც მკითხველი ხვდება, ამ სტატიაში საუბარი იქნება ყოველი ქართველისთვის ცნობილ გმირზე, თევდორე მღვდელზე და რუს ივანე სუსანინზე. მათი ისტორიის იდენტობის გამო „ჩამოვასხი“ ეს ორი სახელი ერთ ჭურჭელში და ამ „ჩამონასხამს“ დავარქვი თევდორე სუსანინი. თუ რამდენადაა გმირის ისტორია დაკოპირებული, ამაზე მინდა ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ.

ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან გვახსოვს, თუ როგორ გადაურჩა თევდორე მღვდლის გმირობის წყალობით საქართველოს მეფე ლუარსაბ II ოსმალთა ტყვეობას.

უკვე აღარ მახსოვს, სკოლაში გვასწავლეს, თუ ეგ მერე სადღაც ამოვიკითხე, რუსეთშიც ყოფილა ანალოგიური გმირი ივანე სუსანინი. მართლა აღარ მახსოვს! ნათლად მახსოვს მხოლოდ იმ გაოცების შეგრძნება, თუ როგორ ჰგავდა სუსანინის გმირობა თევდორე მღვდლის გმირობას! მაგრამ, როგორც ეს ხშირად გვჩვევია ხოლმე ყმაწვილობის დროს, ამაზე „დრო აღარ დამიკარგია“.

ამ საკითხმა ჩემში გაიღვიძა ათეული წლების შემდეგ. თანაც იმის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პატრიარქს, კირიონ II თავის ნაშრომში ასახული აქვს, თუ როგორ აქვთ დაკოპირებული რუსეთის ხელისუფალთ საქართველოს ისტორია, ტერმინები, თუ რამდენი ქართული სიტყვაა შესული რუსულ ლექსიკაში. ცნობისათვის, ეგ ნაშრომი სათაურით: „Культурная роль Иверии в истории Руси“ გამოვიდა რევოლუციამდელ რუსეთში. მსურველებს შეუძლიათ ეგ ნაშრომი ინტერნეტში მოიძიონ და გაეცნონ მას. საინტერესო ნაშრომია! მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით.

მართალია, ყველამ იცის თევდორე მღვდელის გმირობის ისტორია, მაგრამ მე მაინც აღვწერ მას აქ. ეგ მინდა იმისათვის, რომ ერთმანეთს შევადარო თევდორეს და ივანე სუსანინის გმირობის ასპექტები.

ჩვენთვის ისტორიიდან ცნობილია, რომ 1609 წელს საქართველოში შემოსულ ოსმალთა ჯარს განზრახული ჰქონდა დაეპყრო ახალგაზრდა მეფე ლუარსაბ II, რომელიც მცირე ამალით იმყოფებოდა შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეში.  როგორც ამტკიცებენ ისტორიკოსები, იმ პერიოდისთვის უცოლ–შვილო მეფის დატყვევებით ოსმალეთი მთელ საქართველოს დაიმორჩილებდა ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

მანგლისის მახლობლად, სოფელ კველთაში მეფის ციხემდე მოკლე გზით  მისვლის მოსურნე ოსმალთა ჯარმა გზამკვლევად შეპყრობილი თევდორე მღვდელი დაიყენა. თევდორეს კარგად ესმოდა, თუ რა ელოდა მას იმ შემთხვევაში, თუკი ოსმალოს არ შეუსრულებდა ბრძანებას. მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ მეფის ადგილსამყოფელამდე მიყვანით დაღუპავდა საქართველოს. მასში ნამდვილმა, ქარულმა პატრიოტულმა სულმა გაიღვიძა და გადაწყვიტა გზას აეცდინა მტრის ჯარი. ის დათანხმდა მეგზურობას და დიდი ხანი ატარა მცდარი გზით ოსმალები. როცა ისინი მიხვდნენ, რომ მოატყუეს, აწამეს მღვდელი და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ამ გმირობამ შედეგი გამოიღო – მეფემ დროულად გაიგო მტრის მოახლოება და ციხეში გამაგრება. შემდეგ კი გიორგი სააკაძის ჯარმა მუსრი გაავლო შემოსულ ოსმალოს.

ახლა კი გადავხედოთ ივანე სუსანინის ისტორიას!

1613 წელს პოლონელებისაგან და ლიტოველებისაგან შემდგარ ჯარს განზრახული აქვს შეიპყროს რუსეთის ახალგაზრდა  მეფე  მიხეილ თევდორეს ძე რომანოვი, რომელიც მცირე ამალით იმყოფებოდა სოფელ დომნინოში. ადგილამდე მოკლე გზით მისვლის მოსურნე ჯარმა გზად შეიპყრო სოფლის მამასახლისი ვინმე ივანე სუსანინი და უბრძანა, მოკლე გზით მიეყვანა ის სოფლამდე. სუსანინი დათანხმდა და ყურადღებამოდუნებული ჯარი გაუვალ ადგილებში მიიყვანა. როცა პოლონელები და ლიტველები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, აწამეს ივანე და მოკლეს. მეფემ კი ამასობაში დროულად გაიგო მტრის მოახლოება და მოასწრო გასცლოდა იქაურობას.

მე მგონი არ არის ამაზე ვრცლად წარმოსადგენი ეგ ორი ისტორია. აქ მთავარი იყო გმირობის არსი,  პერიოდი და სიუჟეტი.

ზუსტად ამ სამი პოზიციის განხილვას ვაპირებ:

  1. ჰიპოთეტიურად შემიძლია დავუშვა გმირობის იდენტურობა. ანუ, თუკი მოხდა საქართველოში, შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. თუმცა ნაკლებად რელურად მესახება…
  2. პერიოდი ეხება XVII საუკუნის დასაწყისს. თუკი საქართველოში თევდორე მღვდლის გმირობა თარიღდება 1609 წლით, ივანე სუსანინის გმირობას ათარიღებენ 1613 წლით, მაგრამ ამაში მყარად დარწმუნებულები არ არიან!

თანაც თუკი პირველ პუნქტში დავუშვით გმირობის ჰიპოთეტური იდენტობა, ქმედების და პერიოდის ერთდროულად დამთხვევის შანსი ერთობ მცირდება მიზერულ ნიშნულამდე.

  1. სიუჟეტის იდენტურობა ორივე გმირობის აღწერაში ჩანს: მცირე ამალით მყოფი ახალგაზრდა მეფის შეპყრობის განზრახვით მის სამყოფელამდე მოკლე გზით მისვლის მოსურნე ჯარი გზამკვლევს ემუქრება, რომ თუ ის მოკლე გზას არ ასწავლის, წამებით გამოესალმება სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, გზამკვლევი თავგზას ურევს მტერს და ამით გადაარჩენს მეფეს.

თუკი მეორე პუნქტში ვხედავთ, რომ გმირობის და პერიოდის დამთხვევის შანსი მიზერამდე დადის, სიუჟეტთან ერთად კი ამ ისტორიების ერთდროული არსებობა საერთოდ გამორიცხული ხდება.

როგორც ვხედავთ, ეს ორი ისტორია აბსოლუტურად იდენტურია გმირობის არსით, პერიოდით (4 წლის განსხვავებით) და სიუჟეტით. შეცვლილია მხოლოდ გმირობის ადგილმდებარეობა, მეფის სახელი, მტრის ეთნიკური შემადგენლობა.

ჩემი ღრმა რწმენით და ამაში არანაირი ეჭვი არ მებადება, თევდორე მღვდლის გმირობა გადაკოპირებულია და ის გაგვაცნეს ივანე სუსანინის გმირობად.

რისთვის დასჭირდათ ეს? ლოგიკური კითხვაა! არა მგონია სრულყოფილი პასუხი გავცე, მაგრამ შევეცდები ჩემი აზრები ჩამოვაყალიბო.

„არც ერთი სამეფო სახლი არ დაწყებულა ისე არაჩვეულებრივად, როგორც დაიწყო რომანოვების სახლი. ეგ დაწყება უკვე იყო სიყვარულის გმირობა. სახელმწიფოში ყველაზე უკანასკნელმა და მდაბიომ გაიღო მსხვერპლად თავისი სიცოცხლე, რომ მოეცა ჩვენთვის მეფე და ამ მსხვერპლგაღებით ხელმწიფე ქვეშევრდომებთან გაუწყვეტლად დაეკავშირებინა“ – ეგ გოგოლის სიტყვებია.

აქ იდეოლოგიური შემადგენელი იკვეთება. გოგოლის სიტყვები ნათლად ასახავს, თუ რატომ დასჭირდა რომანოვების დინასტიას ივანე სუსანინი. ახალ გამეფებულ რომანოვების სახლს სჭირდებოდა განმტკიცება და საზოგადოებას შესთავაზეს ვერსია იმის შესახებ, თითქოს ყველაზე მდაბიო ფენაშიც იმხელა მხარდაჭერა აქვთ რომანოვებს, რომ მათ გამო ხალხი მზად არის თავი შესწიროს ნებისმეიერს. თანაც ამ ვერსიის წარდგენა მომხდრაა 1619(!) წელს. ამ პროცესის ტექნოლოგიურ განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ. ამის შესახებ მხოლოდ ერთ მოსაზრებას ვიტყვი: 1619 წელს ეგ ისტორია იმისათვის იქნა გაჟღერებული, რომ XVII საუკუნის დასაწყისი ნამდვილად არ იყო XXI საუკუნის, ტელე–, რადიო– და  ინტერნეტკომუნიკაციის საუკუნე და დღეს წამებში მიღებული ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ასეთი შესაშური სიჩქარით იმ საუკუნეებში.

სავარაუდოდ, თევდორე მღვდლის გმირობამ მოსკოვამდე 10 წელი იმგზავრა, აღაფრთოვანა ხელისუფალი და მისი ძაან ახლო გარემოცვა, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ ისტორიის კორექტირება რუსეთის მეფის სასარგებლოდ და ქვეშვერდომებისთვის წარსული თარიღით შეეთავაზებინათ. არავის არ მოუვიდოდა აზრად დაეჭვებულიყო ხელმწიფის შესახებ შემოთავაზებული ისტორიით და გამოეკვლია, სიმართლე იყო ეს თუ ტყუილი.

იდეოლოგიურ შემადგენელზე მეტყველებს ისიც, თუ გავიხსენებთ, რომ უფრო გვიან, 1836 წელს რუსმა კომპოზიტორმა დაწერა ოპერა „ივანე სუსანინი“ («Ива́н Суса́нин») და იმისათვის, რომ საზოგადოებას დაენახა, თუ როგორ „სიკვდილამდე“ უყვარს ყველაზე მდაბიოსაც კი თავისი ხელმწიფე, ამ ოპერას გადაერქვა „სიცოცხლე მეფისათვის“ («Жизнь за Царя́»).

ამით ვასრულებ ქართველი გმირის, თევდორე მღვდლის გმირობის კოპიის განხილვას, რომელიც ჩემის აზრით ასე ურცხვად იქნა ჩრდილოელი „ერთმორწმუნის“ მიერ საკუთარ თავზე მორგებული.

 

ალექსანდრე ბიგვავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პედოფილს სანამ დაიჭერენ, ერთზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი (ექსკლუზივი)

ჭანები და მეფე ანქიალე

რუსებს ქართული სტუმართმოყვარეობისთვის გადახდა უწევთ

დატოვე კომენტარი