პოლიტიკა

თეა წულუკიანი ქართველი სამხედროების დაკავებას არ გამორიცხავს (ვიდეო)

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო დაკავებაზე ისაუბრა, ის  ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ქართველი სამხედროების დაკავებას არ გამორიცხავს, განცხადება ტელეკომპანია «იმედის» ეთერში გავრცელდა:

«ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა არის პროკურორი, ეს არის ის სასამართლო და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. ანუ, აქ საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება ვერასოდეს მხარე ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა» -განაცხადა თეა  წულუკიანმა.

განცხადებას სოციალურ ქსელში  რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

«ჩემი აზრით, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც უშვებს და თან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქართველი სამხედროების ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე მოხვედრას, იუსტიციის მინისტრი ჩაერთო გამოცხადებული ღალატის ქრონიკაში და შეუდგა ქართველი სამხედროების ჰააგისთვის გადაცემისთვის ნიადაგის შემზადებას! თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს!»- წერს ნიკა გვარამია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა.

გამოკითხულთა 26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა

«ისეთი თემებით სპეკულაცია, როგორიცაა ოკუპაცია და გასაჭირი, თავი უნდა შევიკავოთ“-ციხელაშვილი 20 სექტემბრის აქციაზე

დატოვე კომენტარი