სხვადასხვა

თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ მჯერა, რომ ეს დავწერე…»-ანიტას დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ

დღეს საქართველოში საგრძნობლად აგრილდენა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

დატოვე კომენტარი