სხვადასხვა

თამბაქოს მოწევა მალე აიკრძალება

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის);

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. ეს ის შენობა ნაგებობების ჩამონათვალია, სადაც 2018 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს მოწევა, მათ შორის ელექტროსიგარეტისა. კანონი 2017 წლის პირველი აპრილიდან შევიდა ძალაში და 2018 წლის პირველი მაისიდან კი ამოქმედდება.

ამავე კანოის თანახმად მოწევა დასაშვები იქნება შემდეგ ადგილებში:

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;

წინასწარი დაკავების იზოლატორში;

კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;

სამორინეში;

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;

ასევე კანონში, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენდის მიერ მესამე მოსმენით, აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ 2020 წლიდან თამბაქოს მოწევა აიჯრძალება სტადიონებზეც.

იმ შენობების მეპატრონეები, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ კანონს, პირველ ეტაპზე დაჯარიმდებიან 500 ლარით, ხოლო შემდგომი ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

ავტოვარია სოფელ წინანდალში მსხვერპლით დასრულდა

«პატრიოტთა ალიანსი» მოსკოვში სერგეი გავრილოვს შეხვდება

დატოვე კომენტარი