სოცქსელი

თამარ ბაღაშვილის გადაწყვეტილება რუსთავი2-ში მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე

რუსთავი2-ს ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იმ ინფორმაციასა თუ ჭორებს გამოეხმაურა, რომელიც გავრცელდა მის მიმართ, თითქოსდა ნოდარ მელაძის შემდეგ ის უხელმძღვანელებდა საინფორამციო სამსახურს.

«მეგობრებო, ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ:
1. ჩემი კანდიდატურა საინფორმაციო სამსახურის უფროსად არც განხილულა, არც განიხილება და რომც განიხლონ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები ( ეს რომ ყოფილიყო ჩემი სურვილი, ადრეც მოვახრხებდი როგორმე 😄😄)
2. პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიუჟეტზე, რომელიც არასოდეს არავის «დავლებით» არ გამიკეთებია და მოგწონდათ თუ არა, დიახ, ზუსტად იმას ვაკეთებდი ყოველთვის, როგორც მეგონა, რომ იყო სწორი და სამართლიანი და ასე ვაპირებ მომავალშიც, იმის მიუხედავად ვიქნები თუ არა ამ არხზე
3. ნოდარ მელაძე ჩემი მეგობარია და მე მეგობრებს სტატუსის და პოზიციების მიხედვით არ ვირჩევ. არც მეგობრების ზურგს უკან «ჩალიჩი» და ტყულები არ ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში არც ერთხელ და არც ამის შემდეგ იქნება
და ბოლოს რუსთავი2-ის გუნდი, არის საუკეთესო, პროფესიონალების და თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვართ ყველა ერთად ✌️
» — წერს თამარ  ბაღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ს ახალმა დირექტორმა, პაატა სალიან არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე. ჯერჯერობით ეს ვაკანსია თავისუფალია.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვინც თავის დროზე ამ მოღალატეებს მიეცით ხმა…»-ანიტა რაჭველიშვილი

«თქვენი მაგ თანამდებობეზე დამდების დედაც… სად მობოჭეს ამდენი დებილი ჰააა?»

მრცხვენია იმის გამო, რაც თბილისში პოზნერის ვიზიტს მოჰყვა-თინა კანდელაკი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ

roma sajaia

დატოვე კომენტარი