განცხადებები

„თავისუფალი საქართველო“: თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში

პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარტია «თავისუფალი საქართველო» განცხადებას ავრცელებს:

«პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ წარმოადგენს არა ერთეულ შემთხევვას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეული სტრატეგიას განსხვავებულ აზრთან მიმართებაში: ყველა სადავო საკითხი, კონტექსტის, მასშტაბის და დაინტერესებული მხარის მიუხედავად გადაწყვიტოს მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით.

სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ,“ სრულად გაითავისა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წესი და ფილოსოფია: „სანამ ჩვენ ვართ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“. სწორედ ამის გამო იქმნება ლოკალური საკითხებისაგან ეროვნული მნიშვნელობის კრიზისები: ხან ღამის კლუბის შემოწმების და ხან რეგიონული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობის გამო. რომ არა ხელისუფლების სიჯიუტე და არაპროფესიონალიზმი, ნამდვილად შესაძლებელია მსგავსი მასშტაბის საკითხები წყდებოდეს რაიონის გამგებლის დონეზე სრულიად უკონფლიქტოდ და უხმაუროდ.

ცალკე უნდა გაიხსნას ღია დისკუსია ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხზე, მუდმივად საუბარია არაოფიციალურ ციფრებზე, დაგეგმილ მრავალმილიონიან ინვესტიციებზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაშიც, სვანეთშიც, რაჭაშიც და კახეთშიც გამოთქვამს ერთიდაიგივე პრეტენზიას, რომ ამ მილიონებიდან ადგილზე არაფერი არ რჩება. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს —  გამოაქვეყნოს ოფიციალური ინფორმაცია: ყოველი კონკრეტული ჰესის შემთხვევაში, რომელიც უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ — რა თანხას იხდიან ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს რამდენი მოქალაქე (მ.შ: რამდენი ადგილობრივი) ყავთ დასაქმებული, რამდენია მათი ანაზღაურება და რა თანხა იქნა გადახდილი კომპენსაციის სახით მოსახლეობისთვის. წინააღმდეგ შემხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰესებში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია არის მრავალმილიონიანი მოგება რამდენიმე ჩინოვნიკისთვის და მრავალმილიონიანი ზარალი მოსახლეობისთვის.

მივმართავთ ხელისუფლებას, უარი თქვას სიჯიუტეზე და დაიწყოს დიალოგი საკუთარ ხალხთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი რამდენიმე მეგავატიანი ჰესის მშენებლობას მოყვა სამოქალაქო დაპირისპირება, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება მოყვეს უზენაესი სასამართლოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 2019 წელს ან საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას 2020 წელს.» — ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

კალაძე ოპოზიციას: თქვენ ნულები ხართ!

ქუთაისი-ათენის რეისზე აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვი ბორტზე არ დაუშვეს

დღეს პარლმენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის საკითხს წარადგენენ.

დატოვე კომენტარი