Uncategorized

„თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების ანტიმონოპოლიურ იმპორტს იწყებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა არახალია და საქართველოში არსებული მედიკამენტების ფასები 100, 200 და ზოგიერთ შემთხვევაში — 700 პროცენტით აღემატება მეზობელ ქვეყნებში არსებული მედიკამენტების ფასებს, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა არც 2012 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სააფთიაქო მაფია, რომელიც მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი სპონსორი იყო, ამჟამად „ქართული ოცნების“ ბანაკში გადაბარგდა.

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არანაირი შედეგი არ მოყვა როგორც მთავრობის წევრების, ისე მმართველი პარტიის სხვა ლიდერების არაერთგზის განცხადებებს. ამიტომაც პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ გადაწყვიტა, დაიწყოს არაორდინალური კამპანია და მეზობელი ქვეყნებიდან, პირველ რიგში — თურქეთიდან, დაიწყოს ფართო მოხმარების მედიკამენტების ქართულ ბაზარზე არაკომერციული იმპორტი. მედიკამენტები ზუსტად იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც შესყიდული იქნება თურქეთში, დაინტერესებულ მომხმარებელს „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონული აფთიაქებიდან მიეწოდება.

თავდაპირველად, მედიკამენტები გაიცემა თბილისში, ხოლო დაახლოებით, ერთთვიანი სატესტო პერიოდის შემდგომ, მედიკამენტები უკვე რეგიონებშიც გაიცემა. დღეს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ და საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა გია ყრუაშვილმა, მედიკამენტების პირველი პარტიის იმპორტი მოახდინეს. ფასებში სხვაობა შემდეგია:

ბრილინტა: თბილისში 459 ლირა, ხოფაში — 299 ლირა.

ვანსეარი: თბილისში 105 ლირა, ხოფაში — 56 ლირა.

იანუვია: თბილისში 230 ლირა, ხოფაში — 113 ლირა.

იანუმეტი: თბილისში 253 ლირა, ხოფაში — 113 ლირა.

კაპტოპრილი: თბილისში 33 ლირა, ხოფაში — 13 ლირა.

კარდიომაგნილი: თბილისში 14 ლირა, ხოფაში — 6 ლირა.

ლორისტა: თბილისში 40 ლირა, ხოფაში — 24 ლირა.

ლორისტა H: თბილისში 46 ლირა, ხოფაში — 24 ლირა.

ნაზონექსი: თბილისში 63 ლირა, ხოფაში — 22 ლირა.

პრესტანსი: თბილისში 64 ლირა, ხოფაში — 32 ლირა.

სიმბიკორტი: თბილისში 276 ლირა, ხოფაში — 122 ლირა.

ტრიპლიქსამი: თბილისში 85 ლირა, ხოფაში — 45 ლირა.

ქსარელტო: თბილისში 165 ლირა, ხოფაში — 80 ლირა.

დედაქალაქში მედიკამენტების პირველი პარტიის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება.

კახა კუკავა, «თავისუფალი საქართველო»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მშობლებს საპანიკო არაფერი არ გაქვთ…»-ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის ახალ შტამზე (ვიდეო0

roma sajaia

5 აპრილს ისტორიაში …

საქარტველოს ოკუპირებულ რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა სტატუსნეიტრალური მარკირებით იქნას წარმოგენილი

დატოვე კომენტარი