სოცქსელი

«ზურაბ ხონელიძე ჯიბიდან გავარდნილი რუსეთუმეა»-მალხაზ პატარაია

«აფხაზთა კრების»- ლიდერი მალხაზ პატარაია სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

«უკვე მეორე თუ მესამე საინფორმაციო საშუალება ავრცელებს ანონიმური წყაროს ინფორმაციას განათლების მინისტრ ბატიაშვილის სოხუმის უნივერსიტეტის რექტორ ხონელიძით ჩანაცვლების შესახებ. ეს ამბავი ქოცებისთვისაც ნამეტანია.

2 წელია კაცი რექტორია, ბულდოზერით კი შემოიყვანა მინისტრმა ჯეჯელავამ, მაგრამ ერთი ლექციაც არ წაუკითხავს და მის მაგივრად სხვა ლექტორი შედის სტუდენტებთან. განა უნივერსიტეტზე ზრუნვისგან მოუცლელობის გამო, უბრალოდ არ შეუძლია, არ იცის.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისას ბ-ნ ხონელიძეს ორი სამეცნიერო ნოვაციაც აქვს შემოთავაზებული. ერთი დისერტაციით, შევარდნაძის ცნობილი ,,პოტიომკინის სოფლის“ — ფოთის ექსპერიმენტის აპოლოგია და მასში იმდროინდელი ქალაქკომის მდივნის ბაკურ გულუას როლი; ხოლო მეორე, მისივე გამოცემული ბროშურით რაღაც კავკასიური კონფედერაციის ბოდვით იდეაზე, რომელსაც არავინ კითხულობს და არც არავინ მოუსმენს. სულ ეს არის და ეს. ბოლო თავისი (ან შეიძლება ასეც არ იყოს) ნაცოდვილარი რუსთაველის პრემიაზეც კი წარადგინა და განდიდებით შეპყრობილმა საკუთარი უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერზეც მუშტებით გაიწია, რადგანაც იმან გაბედა და იგივე გააკეთა.

თავიდან ჩვენმა ბედოვლათმა ჯერ ელჩების გაუთავებელი მოწვევა დაიწყო უნივერსიტეტში, შემდეგ ოფიციალურად სპეცსამახურების, ბოლოს რომ არაფერი გამოუვიდა და არავინ ღობის ჩხირადაც არ ჩააგდო, კულტურულ ასპარეზზე სცადა ბედი. ლატვიის საელჩოს მიერ გახსნილ ამ ქვეყნის კაბინეტს ზარზეიმით ლოტბარ ძუკუ ლოლუას აბრა გააკრა და ერთდროულად მისი სახელობის კაბინეტად აქცია.

ჩვენ უნდა წავიდეთ უკან!“-ეს ტრაგიკომიკური ლოზუნგი აქვს გამოცხადებული ბ-ნ ხონელიძეს სამოქმედოდ, რისთვისაც საპატიო დოქტორად არც მეტი, არც ნაკლები უკანასკნელი საბჭოთა მთავრობის თავმჯდომარე ნოდარ ჭითანავა აირჩია. შემდეგ გემზე მცურავი უნივერსიტეტის იდეაც წამოაყენა და ზის ასე სეთურად მლიქვნელებითა და მედროვეებით გარშემორტყმული უკან მომზირალ-მიმავალი.

უფრო ვეჭვობ, რომ ზემოთაღნიშნული ცნობა თავად მისივე გავრცელებულია ბრიყვი ლაქიებისთვის და სხვებისთვისაც ხელისუფლებასთან სიახლოვის საჩვენებლად, თანაც ხმა მიაწვდინოს ზევით: აქა ვარ, თქვენი ვარ და ნუ დამივიწყებთო. ასეთები გაუკეთებია?

თუმცა, არაფერია გამორიცხული, რადგან რექტორი ერთი მახასიათებლით უცილობლად აკმაყოფილებს დიადი ჭორვილელის გემოვნებას — ჯიბიდან გავარდნილი რუსეთუმეა. სულ ახლახან მეუფე სპირიდონთან ერთად ერთ-ერთ რუსულ უნივერსიტეტს დაუძმობილდა.

ეხლა ხომ ერმილეების დროა.»-წერს მალხაზ პატარაია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

,,ოოოოო ეეეეეეეეე რას ბედავს ეს კაცი?! ” რა სისხლის ტბები”-თაკო ჩარკვიანი ამაშუკელს

«ამერიკელების მიერ მოხდა ღარიბაშვილის მხილება რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში»

«სოსო გოგაშვილი არის მკვლელი და #არპრავდება!»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი