სხვადასხვა

ზურაბიშვილი «ტერმინატორისა» და «მოსიარულე მკვდრების» პროდიუსერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა, მათ შორისაა ტერმინატორისა და მოსიარულე მკვდრების პროდიუსერი გეილ ინნი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროდიუსერები გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის ქალები კინოსა და ტელევიზიაში (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ. გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

„მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

აფხაზური მედია: ბჟანია იუწყებოდა, რომ «პატრიოტთა ალიანსი» აფხაზეთის აღიარებისთვის მზად არის

roma sajaia

რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა

კინოთეატრ «ამირანთან» ანა სუბელიანი დაშავდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი