სოცქსელისხვადასხვა

«ზურაბიშვილისა და მისი შვილისთვის «უჯიშოს» წოდების გამო ქართველ ჯარისკაცს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს-ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი»

«რესპუბლიკური პარტიის» ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პოსტი ეხება სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის გამო ქართველი ჯარისკაცის 1 წლიანი პატიმრობით დასჯას.

«პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს, გიორგი რუსიტაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ. უჯიშო უწოდებია სალომეს შვილისთვის. სხვა სამხედროებსაც ემუქრებიან აღძრული საქმეებით( აფხაზეთზე განგრენა როგორ თქვაო, ამაზე გაბრაზებულებს “შეუმკიათ” სალომე).

ზუკა და მისი ოჯახი იმდენმა სახელისუფლებო ტროლმა და ბოტმა ისე უხამსად გვლანძღა და დაგვემუქრა( ლაშა ტალახაძის ჩათვლით), პროკურატურა და სასამართლო სულ მათ კანონიერ დასჯას აპირებს ხომ?))))

რა ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი…მალე, ალბათ, შემეცოდება»- წერს ბერძენიშვილი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვერ არის საქმე კარგად ხომ ვამბობდი, ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ…»-ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

«მოვითხოვოთ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება სალომე ზურაბიშვილზე»-გვარამია

აღნიშნავენ თუ არა რუსეთუმეები ხვალ ვაკის პარკში 9 მაისს

დატოვე კომენტარი