განცხადებები

«ზუგდიდში დაიძაბა სიტუაცია…მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის»-სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ხელისუფლება მასიური სპეცოპერაციისთვის ემზადება.

«ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს.»

«ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ,»-განაცხადა  სანდრა რულოვსმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი ვაშაძე: ივანიშვილის ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ (ვიდეო)

«სამწუხაროა, რომ ამდენი წლის ​მანძილზე ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი