სხვადასხვა

ზუგდიდის მერია თაიგულების შესაძენად თითქმის 5 000 ლარს დახარჯავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის თაიგულებისა და ყვავილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. მისი სავარაუდო ღირებულება 4 ათას 825 ლარია.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დაამზადოს 3 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით, 1 ცალი ტიტების გვირგვინი ასევე ატლასის ლენტით, 8 ცალი ყვავილების თაიგულის სასაჩუქრე კომპოზიცია და 20 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით.

განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისთვის კი უნდა დაამზადოს ასევე 1 ცალი ტიტების გვირგვინი ატლასის ლენტით, 25 ცალი თაიგული ვარდით, 19 თაიგული სხვადასხვა ყვავილებით და 10 ცალი მხოლოდ ვარდის თაიგული.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისთვის უნდა დაამზადოს 14 ცალი სხვადასხვა ყვავილების გვირგვინი.

ტენდერი 15 მარტს გამოცხადდა და 25-ში დასრულდება.

livepress.ge

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

გიორგი გახარია ზუგდიდში ჩავიდა

Joni Kvaracxelia

«ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა, მის ამ დღეში ჩამგდებს “კაი ბიჭები” ქვიათ თურმე»

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და კარვის შესასვლელთან დადგნენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი