განცხადებებისოცქსელი

ზოომარტი თავისი 12-ვე ფილიალის დახურვაზე განცხადებას ავრცელებს

ზოომარტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მისი 12-ვე ფილიალი წყვეტს მუშაობას განუსაზღვრელი ვადით თან განმარტავს, რომ:

«ძვირფასო მომხმარებლებო,

გატყობინებთ რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ივე ფილიალი დიდი ალბათობით გაურკვეველი ვადით დაიკეტება თუ მიმდინარე ვითარება არ შეიცვლება (რაზეც ქვემოთ, დეტალურად):

მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა (აქამდე თითეული მათგანის ტრანსპორტიერბას ვახდენდით ტაქსებით) , რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში.

Loading…

სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით. არ გვეძლევა საშვი რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება.

გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

იმედს ვიტოვებთ რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

p.s რომ არ გახდეს დამატებითი პოლემიკის და დეზინფორმაციის საგანი. კომპანიას არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა, არ მომხდარა კადრების ან ხელფასების შემცირება. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა გადასახადი გადახდილია სრულად და დროულად.

პატივისცემით,
“ზოომარტი“ » — წერია განცადებაში.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

რომში სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის ადგილას შალვა რამიშვილი იმყოფება (ვიდეო)

«ყველას სათითაოდ აგყრით თქვე … ნეტავ არ ვიცოდე მაინც ზეპირად, ვინ ვინ ხართ…“ — სოსო გოგაშვილი

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას განათლების სამინისტროს უკავშირებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი