განცხადებები

«ზაზა სარალიძის შიში გლდანის სასაფლაოზე ლპება მიწაში, იქ დამთავრდა ჩემი შიშიც, ჩემი ცხოვრებაც და ჩემი ყველაფერი»-ზაზა სარალიძე (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში”, სკანდალური აუდიო ჩანაწერის შესახებ განცხადებას აკეთებს:

«ალაპარაკდა მთელი ხელისუფლება და ომბუდსმენიც კი, რომ მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა თითქოს, თურმე და ამ 10 თვის განმავლობაში ჩემი უფლებები რომ ირღვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებები რომ ირღვევა, ჩვენი მიცვალებული შვილების უფლებები რომ ირღვევა, ამაზე კაციშვილი არაფერს არ ამბობს და ვერც იტყვიან, უფრო სწორად,

მირზა სუბელიანის შვილის ორგანიზებული იყო ჩემი შვილის მკვლელობა, ასე რომ ვთქვათ. მისი შვილის ამ ორგანიზატორობას და ორგანიზებულ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი, ხოლო მირზა სუბელიანმა პირდაპირ გაწირა მისი შვილი,“ — განაცხადა ზაზა  სარალიძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს»

«ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან»- მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

რუსთავში მოხუცი დაიკარგა-გაავრცელეთ, რომ მალე ვიპოვოთ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი