განცხადებები

«ზაზა სარალიძე რუსთაველზე ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს»-ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაზე, ზაზა სარალიძეზე ისაუბრა:

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, ვიზიარებ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ყველამ ვიცით, რომ ის რუსთაველზე ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პროცესი ნაციონალების მიერაა პოლიტიზირებული. ხელისუფლებამ ამ საქმის გამოსაძიებლად ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა. ამ საქმის გამო მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ესაა ახალი ხელისუფლების ხელწერა.

ბატონ ზაზას ვთხოვდი, ხელს ნუ შეუშლის გამოძიებას. ეს არაა ზეწოლა ნორმალური და დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს. არაა საჭირო ქუჩა. დაველოდოთ, არ დასრულებულა გამოძიება.

რად უნდა, რატომ ააგო კარავი? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? “ — განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«გვარამიამ თამადობა, რომ დაიწყოს თამადობას თავს დავანებებ»-გრიშა ონიანი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

საგამოძიებო კომისიის კითხვებს შს-ს მინისტრმა და ყოფილმა პროკურორმა უპასუხეს (ვიდეო)

«არ ეკადრებათ ეს მეუფეებს, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?»-ზურაბიშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი