განცხადებები

«ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს…მსურს, დავრჩე პატიმრობაში»-სუბელიანი

თბილისში მომხდარ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა   მირზა სუბელიანმა  დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთა:

“ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს….საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს – ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«რუსეთი ვერ განსაზღვრავს ჩვენ მომავალს და საქართველო დასავლეთთან ერთად ქმნის მომავალს…»-არჩილ თალაკვაძე

Joni Kvaracxelia

«მე პარტია დავტოვე…მადლობა»-უგულავამ «ევროპული საქართველო» დატოვა

roma sajaia

ვფიქრობდი «ნაციონალური მოძრაობა» პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი-იაგო ხვიჩია

roma sajaia

დატოვე კომენტარი