კრიმინალი

ვრცელდება გიორგი სანაიას მკვლელობის ახალი დეტალები

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარ კონსტანტინე ციხისთავი ახალ დეტალებს ასაჯაროებს, სადაც საქართველოს პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილიც ფიგურირებს:
“ვიყავი შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი, ერთ საღამოს პანკისის ხეობაში შს მინისტრის მოადგილის, კახა ბაკურაძის, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, თამაზ თამაზაშვილისა და შოთა ჭიჭიაშვილის შეხვედრას შევესწარი.
შეხვედრაზე გიორგი სანაიას მკვლელობა დაიგეგმა, ხელს გვიშლის, არ გაჩერდება, გადამდები საქციელი აქვს, უნდა მოვიშოროთ თავიდან, შენ მიხედავ, – უთხრა თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს. ამ შეხვედრას შემთხვევით შეესწრო შოთა ჭიჭიაშვილის ძმის სიდედრი ნაირა მარგოშვილი, რაზეც თამაზაშვილი გაბრაზდა, ხვალ მთელს პანკისს ეცოდინება ამ შეხვედრის ამბავი. ნაირა მარგოშვილი რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ტყეში იპოვეს.
გიორგი სანაია მოკლა შოთა ჭიჭიაშვილმა და არა გრიგოლ ხურცილავამ. “გრიცკო” იყო ჩვენი ბანდის ინფორმატორი, ის გვაწვდიდა ინფორმაციას გასატაცებელი ობიექტების გადაადგილების შესახებ. ის იძულებული გახდა, თავის თავზე აეღო გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე.»- აცხადებს ციხისთავი.

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლიციელის მიერ ფოთში მოკლულ ახალგაზრდას ტყვია თავში მოხვდა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვაში ეჭვმიტანილი პირები გამოააშკარავა

ქუთაისში სასაფლაოდან ბიუსტი მოიპარეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი