განცხადებებიპოლიტიკა

«ვოლსკი, ინაშვილი და სხვა ქოცები ერთის მხრივ, რუსეთთან ომით აშინებენ ხალხს»-რა თქვა სინამდვილეში რასმუსენმა?- ოთო კახიძე

«ვოლსკი ამბობს, რომ თითქოს რასმუსენმა ტერიტორიებზე უარის თქმა გვთხოვა.

ეს არის ტყუილი.

საუბარია ნატოში შესვლაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით!

მხოლოდ საყოველთაო თავდაცვის მუხლი გავრცელდება არაოკუპირებულ ნაწილზე, რის შემდეგაც, უკვე ნატოს წევრის სტატუსით, ქვეყანა წელში ვიმართებით, ვძლიერდებით და მშვიდობიანად, დიპლომატიურად ვმუშაობთ აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვის.

გაგახსენებთ, რომ დასავლეთ გერმანია ნატოში მიიღეს, ქვეყანა ფეხზე დადგა და საბოლოოდ აღმოსავლეთთანაც გაერთიანდა.

რასმუსენის ვარიანტი გერმანულზე უკეთესია, რადგან ამ მოდელით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პირობებში გავხდებით ნატოს წევრები და ისე მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს.

საინტერესოა, რომ ვოლსკი, ინაშვილი და სხვა ქოცები ერთის მხრივ, რუსეთთან ომით აშინებენ ხალხს და მეორეს მხრივ იწუნებენ რასმუსენის მოდელს, რომელიც ნატოში შესვლას სწორედ ომის რისკის დაზღვევით გვთავაზობს.

ჩვენ ქვეყანას აუცილებლად ეყოლება ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

ოღო კახიძე, დეპუტატი «ევროპული საქართველოდან»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას»-ჯონ მაკკეინი

პანდემია დასრულდება — ჯანმო

გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს-მამუკა მდინარაძე

დატოვე კომენტარი