მსოფლიოში

ვლადიმირ ზელენსკი არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას?

პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ ზელენსკის წინააღდეგ აღძრულია საქმე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა მას აეკრძალოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

უკრაინის მეექვსე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და განიხილავს საქმეს, უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ვლადიმერ ზელენსკის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა და დამკვირვებელმა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან „უკრაინის აქციონერთა ასოციაცია“ ანდრეი ხილკომ.

„სასამართლომ საქმის წარმოების მსვლელობაში მისცა ჩემი სარჩელი, როგორც ოფიციალური დამკვირვებლისა“ — ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ხილკო.

ადვოკატის თქმით, სასამართლო საქმის განხილვას დღეს, ადგილობრივი დროით 21:00 (თბილისის დროით 22:00) სთ-ზე დაიწყებს. 20:30 სთ-ზე კი ხილკომ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც ის ჟურნალისტებთან ერთად განიხილავს დანიშნულ სასამართლო პროცესს.

სასამართლო ხელისუფლების საიტზე განთავსებულ განცხადებაში წერია, რომ: საქმე #855/124/19, ცნობილ იქნეს კანონდარღვევად ამომრჩევლის მოსყიდვა და ცესკოს მიერ 30.01.2019 წლის გადაწყვეტილების #153, პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ ზელენსკის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, გაუქმება იქნება განხილული 2019 წლის 20 აპრილს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპის სამი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 47 ადამიანი დაიღუპა

ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებშიც უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს

დატოვე კომენტარი