განცხადებები

«ვისაც რუსეთთან გაცხადებული აქვთ თანამშრომლობა, მათთან სალაპარაკოდაც არ დავჯდებით, იმიტომ რომ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ»-თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტმა და პარტია  „კანონის და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “იმედის” ეთერში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“მე მწვავე ოპოზიციაში ვიყავი, უკმაყოფილოები ვიყავით და წავიდა ის ხელისუფლება.
მეშვიდე წელი იწყება, ორი წელი დარჩათ ამათ, რომ ზუსტად ის პერიოდი ამოავსონ, რამდენ ხანსაც ის ხელისუფლება იყო. ყველაფერი რაც ყოფილი ხელისუფლების დროს კარგი გაკეთდა, ამათმა არაფერი არ გადმოიღეს, თუ რამე ცუდი იყო – ყველაფერი გადმოიღეს. ეს მოგვართვეს ჯამში. დღეს ვუყურებთ “მალალეტკა” და ძველი პარლამენტარების ომს. გარეთ მოხუცებს უჭირთ, საგანმანათლებლო პროგრამები არ არის, ამ დროს პარლამენტში ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ განათლება უკეთესი იქნება თუ გამოცდებს გავაუქმებთ და გამრავლება იქნება.. სასაცილო მდგომარეობაშია ქვეყანა”,

„დიახ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახალი პარტია უნდა შექმნილიყო. უნდა გაგვეწია ანგარიში ამ ტიპის ამომრჩევლისთვის. ჩვენ ფინალში სალაპარაკოდ დავსხდებით, კოალიციური მთავრობის დროს , სადაც ერთად ისდებიან ყველა ის ერთეული, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან გაერთიანდა. რა დროს დაყოფაა და რა დროს მაიმუნობაა. მომდგარია ოკუპანტი და ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ დუმს, და ხელისუფლებამ დადო რუსული ვექტორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“,

„გვყავს ახალგაზრდა ბიჭები ეკონომისტები, იურისტები, მხეცები, გოგოები, ახალგაზრდები, განათლებულები, რამდენიმეს ბელგიაში აქვს განათლება მიღებული… ვისაც რუსეთთან გაცხადებული აქვთ თანამშრომლობა, მათთან სალაპარაკოდაც არ დავჯდებით, იმიტომ რომ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ…. უნდა მოვიდეთ და შევცვალოთ რაღაც ამ ქვეყანში, უარი ვუთხრათ კორუფციას, გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა” -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«არ ეკადრებათ ეს მეუფეებს, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?»-ზურაბიშვილი (ვიდეო)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

მეუფე შიო გამოეხმაურა დღევანდელ მოვლენებს

დატოვე კომენტარი