განცხადებებისოცქსელი

ვისაც გაინტერესებთ ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრა გიწვევთ ჩემს ლექციებზე-გუგული მაღრაძე

«ორი დღეა ვუსმენ კომენტარებს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და დიდი სურვილი მაქვს საზოგადოებამ მეტი იცოდეს პოსტ კონფლიქტური რეკონსილიაციის მექანიზმების შესახებ. მიკვირს “ექსპერტებმა” ხომ მაინც იციან რას ნიშნავს ეს. თუ კონფლიქტის გადაჭრას მხარეები არ აპირებენ ომით და აღიარებენ მშვიდობიან გზას, კომუნიკაცია სხვადასხვა დონეებზე აუცილებელია. ახლა ლექციას ვერ წავიკითხავ რატომ და როგორ, თუ ვინმე ძალიან დაინტერესებულია, ვიწვევ ჩემ ლექციებზე თსუ კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 😀

ასევე დიპლომატიის გურუებმა ცხადია იციან , რომ არსებობს ე.წ. დახურული დიპლომატიაც, ახლა არ მითხრათ რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და ყველამ უნდა იცოდეს შეხვედრის ყველა ნიუანსიო. ძირითადი წითელი ხაზები არაერთგზისაა გაცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ ყველა დონეზე. ხელისუფლება ხალხის არჩეულია და მას აქვს უფლება აწარმოოს ის მოლაპარაკება, რაც საჭიროდ მიაჩნია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სკეპტიკოსები ყოველთვის და ყველგან არიან, მაგრამ ხელისუფლებას მოქმედების გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ასე რომ ის კი არაა მთავარი, ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა. მთავარია რა შედეგები მოჰყვება ასეთ თუ სხვა შეხვედრებს. მთავარია რომ ჩვენ ვაცხადებთ მზაობას მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. ყველა დონის შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ ამ გზაზე.»-წერს სოციალურ ქსელში «ქართული ოცნების» დეპუტატი გუგული მაღრაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

“ქართული ოცნება” პოლიტიკური რუკიდან გაქრება და ეს იქნება საქართველოსთვის შვება-გუბაზ სანიკიძე

«თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან»-კოპალიანი გოცირიძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

«სახელმწიფომ თქვენ მიგატოვათ…ჩინური ვაქცინა არ გაიკეთოთ»(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი