ანალიტიკაპუბლიკაციები

ვინ იცავს ოჯახის ფასეულობებს?

პროპაგანდის თანახმად, პუტინი, ტრამპი, მატეო სალვინი, ლუკაშენკო და ბორის ჯონსონი დგანან ოჯახის ფასეულიბების მხარეს, ხოლო მათი ოპონენტები — ნავალნი, ობამა/ბაიდენი, მარიო დრაგი, ტიხანოვსკი/ცეპკალო/ბაბარიკო და ნებისმიერი ბრიტანელი პოლიტიკოსი ემსახურებიან ლიბერასტულ გარყვნილებას.
მოდი გადავხედოთ, რა ხდება სინამდვილეში.
დავიწყოთ ტრამპით.
ტრამპი იცავს თურმე ოჯახის ფასეულობებს და დემოკრატები ობამა და ბაიდენი ებრძვიან.
ტრამპი, რომელსაც ოფიციალურად მესამე მეუღლე ყავს, არაოფიციალურად კი უამრავი ურთიერთობები ქონდა, მათ შორის ყავს არაოფიციალური შვილი პორნოვარსკვლავისგან.
ასევე ტრამპმა საკუთარ შვილზე თქვა, ისეთი სექსუალურია, მამამისი რომ არ ვიყო — დავეჩალიჩებოდიო. საკუთარ ქალიშვილზე თქვა, რო რამე მასთან სექსზე ვფიქრობო.
ეს იცავს თურმე ოჯახის ფასეულობებს და ობამა და ბაიდენი ებრძვიან, რომლებსაც ამ მხრივ უმწიკვლო რეპუტაცია აქვთ და ორივეს ძალიან საყვარელი ოჯახი ყავს — ამათზე ამბობენ, ტიპური მეოჯახე ადამიანები არიანო.
პუტინი.
ერთუჯრედიან ბრბოს დააჯერეს, რომ პუტინი იცავს ოჯახის ფასეულობებს — ნავალნი კი ლიბერასტი სატანაა.
მოდი ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში.
პუტინმა იგრძნო თუ არა ძალაუფლება და ფუფუნება — ცოლი გაუშვა და საყავრელს ალინა კაბაევას რუსი ხალხის ფულით აუშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი სასახლე გელენჯიკში.
ასევე პუტინის ქალიშვილები ევროპაში გათხოვდნენ — როგორც ესენი იტყოდნენ, ათეისტ პიდარასტ ევროპელებზე.
ხოდა დადის პუტინი ყველგან მარტო — არსად ოჯახის სიწმინდის საკითხი მის ცხოვრებაში არ იკითხება.
ხო კიდე — ბოტოქსები გაიკეთა და ქუსლიან ფეხსაცმელებით დადის სიმაღლის კომპლექსის გამო.
რო კითხო მუჟიკია.
რაც შეეხება ნავალნის — რთულია წარმოიდგინო ოჯახის გარეშე. ყველგან, ნებისმიერ აქტივობას თან ახლავს ოჯახის მხარდაჭერა და სიყვარული. ერთხელ დაოჯახებული, ერთგული და მეოჯახე ადამიანის რეპუტაციით — ასევე კარგი ოჯახის შვილი, გამორჩეული ძმობით და მშობლებისადმი პატივისცემით.
სალვინი.
პროპაგანდის თანახმად, სალვინი იცავს ოჯახის ფასეულობებს და იტალიის პრემიერი, ლიბერალი მარიო დრაგი ყოფილა სატანა და გარყვნილი ლიბერასტი.
არადა ტრამპს და ბერლუსკონის რო გაუწევს კონკურენციას ისეთი აღვირახსნილის რეპუტაცია აქვს იტალიაში ბატონ სალვინის.
ცოლი გაუშვა და მას მერე ხან ვისგან ყავს არაოფიციალური შვილი და ხან ვისგან — სულ სექსუალურ სკანდალშია.
ამის ფონზე, მეორე მხარეს დგას იტალიის პრემიერი, ლიბერალი მარიო დრაგი — რომელსაც იტალიაში მეოჯახის უმწიკვლო რეპუტაცია აქვს. ერთხელ დაოჯახებული და დღემდე არავითარ სკანდალში არ გახვეულა.
პატიოსანი, განათლებული და მშრომელი — ესაა ის სამი სიტყვა, რაც ახასიათებს მის პიროვნებას.
ლუკაშენკო.
პუტინის არ იყოს, იგრძნო თუ არა ძალაუფლება — მეუღლე გაუშვა.
მესამე შვილი პირადი ექიმისგან ყავს და მიუხედავად მკაცრად გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრებისა, ხალხში ის არ სარგებლობს ოჯახის ფასეულობების მცველის რეპუტაციით.
ამ მხრივ ბელორუსი ხალხი საპირისპირო მოსაზრებისაა მის ოპონენტებზე — ტიხანოვსკი, ბაბარიკო და ცეპკალო, სამივე ერთხელ დაოჯახებული და მეოჯახის უმწიკვლო რეპუტაციით.
და ბოლოს — ბორის ჯონსონი.
აქ შედარებები და კომენტარები ზედმეტია.
მართლა ჭკუასუსტი ღრუზინი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაიჯერებს ჯონსონის მეოჯახეობას და სხვების ლიბერასტობას.
__________________
P.S.
რატომ სჯერა ხალხს ეს იაფფასიანი პროპაგანდა?
ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ მათ განათლებაში და ბავშვობის ტრავმებში.
არ მჯერა, რომ მავბებლობა და ტყუილი იყოს საღი აზრის ზრდასრული ადამიანის შეგნებული არჩევანი.

შმაგი სამხარაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

გზა სასაფლაომდე

დასკვნები სამყაროს დაღუპვაზე — გადაჭარბებულია

საერთაშორისო სკანდალი, თუ სააკაშვილ-თათუხაშვილის დავალებით სამხედრო გადატრიალების მცდელობა?!

2 комментария

ზურაბ 21.07.2021 at 17:33

ძალიან საყურადღებო წერილია!
ვინც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის ოჯახის სიწმინდეზე, თავად არის გარყვნილებაში აღვირახსნილი, ხოლო მართლაც უმწიკვლო მეოჯახე ლიბერალებს არ სჭირდებათ ოჯახის სიწმინდეზე დორბლების ფრქვევა.
კარგი იქნებოდა „ჩვენს“ პუტლეროიდებს წარკითხათ, მაგრამ პოტეკანტროფებმა კითხვა არ იციან… და ერთი-ორმა თუ ისწავლა კითხვა, წაკითხულიდან მაინც ვერ გამოაქვთ აზრი.
დიდი მადლობა შმაგი სამხარაძეს!

Reply
Joni Kvaracxelia 23.07.2021 at 13:06

ეს ანალიზი მათთვისაა ვინც დორბლებით იცავს «ოჯახის სიწმინდეს». მგონის ძალიან კარგად ესმით თუ რატომ არიან მაგ პოზიციაზე.

Reply

Добавить комментарий для ზურაბ Cancel Reply