განცხადებებიპოლიტიკა

ვინ იქნება ვიცე-პრემიერი?-გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში 2 ვიცე-პრემიერი იქნება.

პრემიერის განცხადებით ვიცე-პრემიერობის პოსტს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაიკავებენ.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის სალომე სამადაშვილის მონაწილეობა შეცდომა იყო — ნინო ბურჯანაძე

«ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ივანიშვილმა ფული მისცა, რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის…»-სააკაშვილი

«თბილისობის» დღესასწაულთან  დაკავშირებით საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი