განცხადებები

«ვინც კლანის მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები სახლში არ გაუშვას, იმის დედას შე@@#ი»-ჰერმან საბო (ვიდეო)

«გირჩის» მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, ჰერმან საბომ უზენაესი სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართა.

«დღეს მთავარი პოლიტიკური პრობლემა სასამართლოში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კლანი და ამ კლანის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა. ამჟამად პარლამენტი განიხილავს კლანის მომზადებულ კანონპროექტს და გატანასაც აპირებს, რის მერეც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან კლანის წევრები. დღეს ამ პროცესის მოწინააღმდეგეა: ყველა პარტია „ოცნების» გარდა, ყველა ორგანიზაცია, გარდა ხელისუფლების ჯიბის ექსპერტებისა, მთელი მოსახლეობა, მაგრამ „ოცნება» აპირებს ხელის გადაწევით, სამუდამოდ დააკანონოს კლანი სასამართლოში.

ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში უვადოდ მოხვედრა დღეს თითქმის გარდაუვალია. ისეთივე გარდაუვალია, როგორც ის, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლებიან , იგივე ბედი ელის «ქართულ ოცნებასაც». ჩვენ, «გირჩი» პირობას ვდებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველს, რასაც გავაკეთებთ, მთელ ამ კლანს საკანონმდებლო ცვლილებით გავუშვებთ სასამართლოდან. პირობას ვდებთ, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ღიად დაადასტურებენ კლანის არსებობას სასამართლოში, მისი გაშვების შემდეგ დავნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერ ადამიანებს სასამართლო სისტემაში. გასაგებია, რომ კლანი მზადაა მოემსახუროს ყველა ხელისუფლების ბინძურ დავალებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ვიყოთ ერთსულოვანი ამ დაპირებაში, «ქართული ოცნების» ხელისუფლების ცვლილებისთანავე ყველა ჩვენთაგანი დაეთანხმება კლანის მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების, საკანონმდებლო ცვლილებების გზით სახლში გაშვებას. ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ვინც კლანი სახლში არ გაუშვას, იმის დედას შე***ი»-განაცხადა «გირჩის» მაჟორიტარობის კანდიდატმა.

https://www.facebook.com/GirchiParty/videos/2059390771025376/

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ბერლინმა, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ოფიციალურად ბრალი მოსკოვს დასდო

მამუკა ბახტაძეს ამერიკაში კითხეს, სალომე ზურაბიშვილზე, ეს ქალი საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, ბიძინამ მოძებნაო -ირაკლი ოქრუაშვილი

სად წავა ბადრი ესებუა-დღეს არა ხვალ დავაკავებთ — ვახტანგ გომელაური

დატოვე კომენტარი