განცხადებებისოცქსელი

«ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს და გზა დაუთმოს სხვებს»-ჟორჟოლიანი «ნაციონალურ მოძრაობას» მიმართავს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია «ნაციონალურ მოძრაობას» ვრცელ პოსტს უძღვნის:

«კიდევ ერთი და ჩემი ბოლო პოსტია პოლიტიკაზე. მერე მეც პეპლებზე დავიწყებ წერას და ჩემი ეს განწყობა არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელ ოპოზიციის ბრალია.
ზოგადად, ეს ნიჰილიზმი რაც ხალხშია, ამჯერად ოპოზიციის მხრებზე კიდია და ესაა მთავარი იარაღი, რითიც ბიძინა იგებს. ხალხს უკვე ყელში აქვს ეს პოლიტიკური მარაზმი.
ნაციონალურ მოძრაობას ხალხმა ხმა მისცა იმიტომ რომ ეს მთავრობა შეეცვალათ. თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს. პარლამენტში ჯდომით ვერასოდეს, ვერაფერი შეცვალეთ მშიერი ადამიანებისთვის.
ხალხი ფიქრობს რომ ნიკა მელიაა ლიდერი. იმიტომ რომ თავი შეწირა და ელისაშვილს არ დაემსგავსა. რეგიონებში ვიყავით გამოკითხვაზე და წადით, კითხეთ რას ფიქრობენ ისინი. ადამიანებს კითხეთ როგორ უნდა მოიქცეთ, შეეშვით პოლიტსაბჭოს, პარტიაში განხილვას, მიშასაც ნუ კითხავთ, ხალხს კითხეთ სოფლებში.
წარმომედგინა რომ ნიკა, ხატია, ელენე, თინა, ახალგაზრდები გაიშლებოდნენ რეგიონებში, მიიბავდნენ ახალგაზრდებს, ზუსტად ისეთ მოდელებს შექმნიდნენ ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში შექმნეს საკუთარ საარჩევნო შტაბებში და დაიწყებოდა ახალი მოძრაობა.
შეხედეთ როგორ გამოიყურებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან და იმედია არ გინდათ მათ გავდეთ. მესმის რომ დიპლომატიური კორპუსის ტყვეობაში ხართ, მაგრამ აქეთ თქვენი ამომრჩეველია, რომელსაც დაკარგავთ.
პ.ს. კიდევ კარგი რომ წყალტუბოდან-თბილისში ჩამოვედი და ელენეს მივეცი ხმა. ძალიან ღირსეულად გამოიყურება დღეს .
და მთავარი, ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს და გზა დაუთმოს სხვებს.»-წერს ჟორჟოლიანი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«როდესაც ხარ ქრისტიანი, როდესაც ხარ მონაზონი, დასაკარგი არაფერი გაქვს, გარდა შენი სინდისისა»-დედა სიდონია ტოლერანტობაზე (ვიდეო)

«არ მოგცემთ უფლებას გადასცეთ აზერბაიჯანს ჩვენი მიწა-წყლის არც ერთი გოჯი!»-დავით ქაცარავა

ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებული სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გასაჯაროვდა

დატოვე კომენტარი