განცხადებები

«ვინც გამოდის და ლანძღავს ჩემს შვილს პირდაპირ სტატუსებში ყველას აცვია ოცნების მაიკა და ყველა არის «ოცნების» წარმომადგენელი»

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩის მკვლელობაზე,   ზაზა სარალიძემ განცხადება გააკეთა:

„ძირითადად, სამთავრობო წევრებიდან…თუნდაც დავით ოქიტაშვილი , რომელმაც განაცხადა, რომ ლევან დადუნაშვილი მოკლეს დავით სარალიძის გამო.

რას ნიშნავს ეს სიტყვები?- განაცხადი მაქვს შს სამინისტროში შეტანილი და იმედია მივიღებ პასუხს, რას გულისხმობდა დავით ოქიტაშვილი, როცა ამბობდა, რომ ლევან დადუნაშვილი შეეწირა დავით სარალიძეს.

ზუსტად ეს მაღიზიანებს ქალბატონო ეკა, თქვენი გუნდისგან შავი პიარის აგორება რომ დაიწყეს ჩემს მიმართ. ყველა ვინც გამოდის და ლანძღავს ჩემს შვილს პირდაპირ სტატუსებში ყველას აცვია ოცნების მაიკა და ყველა არის «ოცნების» წარმომადგენელი. ზუსტად ეს ჩემს გაღიზიანებას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს კომენტარს ეს «ნაციონალური მოძრაობა» თუ «ქართული ოცნება“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თუ სააკაშვილით შეცვლით ივანიშვილს მიიღებთ სხვა ტიპის უბედურებას»-უსუფაშვილი

ქვეყნებმა არ უნდა გახსნა გაფრთხილებების გარეშე საზღვრები — ჯანმო

თუ საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ არ გაერთიანდება წააგებს დემოკრატია-მამუკა მამულაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი