განცხადებები

«ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე დაელაპარაკოს ლგბტ თემს…»-გიორგი ლომია (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრემიერის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ევროსაბჭოში, როდესაც კითხვაზე, რას აპირებს ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით ივნისში, როგორ აპირებს მათ დაცვას, როდესაც იყო ფაქტი, რომ ჰომოფობიურმა ორგანიზაციებმა არ მისცეს საშუალება მშვიდობიანი აღლუმის ჩატარებას წარსულში, პრემიერმა პასუხი გასცა, რომ ადამიანის უფლებები დაცულია საქართველოში და ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„რაც შეეხება მათ დაცვას ივნისში, თუ ამას გეგმავს ხელისუფლება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არასწორია, ბატონებო, რადგან პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, საზოგადოების მშვიდობის გარანტი უნდა იყოს და არ უნდა ამბობდეს, რომ საზოგადოების უმცირესობას დაიცავს, საზოგადოების უმრავლესობისგან. თქვენ რომ გამოყვანოთ 20 000 პოლიციელი და ჯარისკაცი დასაცავად, რა გამოდის, რომ უპირისპირდებით მეორე ნაწილს, საზოგადოების უმრავლესობის ნაწილს. რატომ უპირისპირდებით – თქვენ ხომ გესმით, რომ დღეს გეი აღლუმი და პრაიდი აღიზიანებს ჩვენს საზოგადოებას. ნუ ცდილობთ, ძალით გარდატეხა მოახდინოთ უმრავლესობის ტვინებში, რისთვისაც დღეს საზოგადოება არ არის მზად. შეიძლება, ოდესმე მზად იქნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ნორმად მივიღოთ გეი აღლუმის ჩატარება. შეიძლება, გავიდეს დრო და ეს ნორმა გახდეს, თუმცა არ ვიცი, შეიძლება არც გახდეს, მაგრამ დღეს რომ არ არის, ეს ხომ ფაქტია“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ზელენსკი-პუტინის შეხვედრისთვის უკვე მომზადებული დოკუმენტები — პოდოლიაკი

ვარშავა ემზადება რუსეთის შემოჭრისთვის — პოლონეთში უკრაინის ყოფილი ელჩი

«საქართველო ხდება მარიხუანის მწარმოებელი ქვეყანა“-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი