განცხადებები

ვერაგია ეს ვირუსი, ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული — მეუფე იაკობი

თქვენს წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო, თქვენი სახით მთლიანად საქართველოს ექიმებს და მთელ მსოფლიოში, მიუხედავად მრწამსისა.
თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს და ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს. შიშით ნუ დავკარგავთ, სიფრთხილით უნდა დავიცვათ.

ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვექნება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს. როცა ერთმანეთს ვჭამ, ამ ტკივილს გვანახებს“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ ბელარუსის ხელისუფლებას, ძალის გამოყენებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველო უნდა მოემზადოს უკრაინასთან საერთო საზღვრის არსებობაზე, სადღაც სოჭის მიდამოებში — მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესი მოსამართლეების საკითხს საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება

დატოვე კომენტარი