სხვადასხვა

ვენეციაში შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს — ქალაქი დატბორილია

ვენეციის მერი მზად არის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რადგან ძლიერი წვიმის შედეგად მის ქალაქს დაარტყა ყველაზე ძლერმა ტალღამ, რაც 50 წელია არ განმეორებულა. საინფორმაციო სააგენტო  La Stampa -ს ცნობით მოსალოდნელია, ამ დღეებში ტალღამ მეორედ გადაუაროს ქალაქს, რაც მის კიდევ უფრო განადგურებას გამოიწვევვს.

წყალდიდობამ, რომელიც ქალაქს ძლიერი წვიმის გამო მოულოდნელად დაატყდა თავს, სამშაბათ ღამით, 1,87 მ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ხარისხმა მეორე დონეს მიაღწია. La Stampa იტყობინება, რომ წყალდიდობამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ვენეციის 85% -ზე მეტი დაიტბორა. ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელი 1966 წელს დაფიქსირდა 1.98 მეტრით (78 გრადუსი).

Ansa-ს ცნობით, შემდგომი ტალღა მოსალოდნელია სავარაუდოდ ოთხშაბათს და მისი სიმაღლე 1.60 მეტრს მიაღწევს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვითარება მამკოდაში-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ (ვიდეო)

არჩილ ტატუნაშვილის წამების გამო ინტერპოლმა 2 პირზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი