სხვადასხვა

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

დღეს ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს-ამის შესახებ “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

აფხაზეთის მთავრობის სხდომა, რომელიც ჩანიშნული იყო 11 საათისთვის, სამ საათამდე გადაიდო. ოფიციალურად არ სახელდება სხდომის გადადების მიზეზი.

„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ამ წუთებში ხვდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი დღეს დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას.

ჩვენივე ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია თხოვნით მიმართავს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რათა ამ უკანასკნელმა აღუდგინოს მას უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი. როგორც ცნობილია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, მას შეუჩერდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრობა.

„თაიმერის“ ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ესენი არიან: აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი ეზუგბაია და ლუკა კურტანიძე.

ამ თემაზე აფხაზეთის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მთავრობის სხდომა 3 საათზე გაიმართება.

timer

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ნაქერალას უღელტეხილზე

«ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ანგარიშები გაუყინონ?»- ვინ მისცა ამერიკულ გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენება?

ქართველი დაიჩოქა ვაკის პარკში და პუტინს გადარჩენა სთხოვა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი