განცხადებები

«ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით»-უგულავა

ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე გააკრიტიკა:

„სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომ, როდესაც შენ ვერ გააცნობიერებ წარსულს, შენს შეცდომას, მაშინ შენ ხელისუფლებასთან მისაშვები არ ხარ.

მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, ეს არის პრობლემა და ამასაც უნდა ვუთხრათ არა. თუ გვინდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ნაციონალური მოძრაობა» აუცილებლად დაიშლება-მამუკა მდინარაძე

Joni Kvaracxelia

ნიუ-იორკში რაღაცნაირი, ცივილიზაციისგან ჩამორჩენილი სამყაროა — თინა კანდელაკი

«ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება გვინდა! «

დატოვე კომენტარი