covid-19

ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ   კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

«ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი,»- განაცხადა ბრიფინგზე ტიკარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

შენგენის ზონაში მოგზაურობის აკრძალვა გახანგრძლივდება 15 ივნისამდე

ბოლო სტატისტიკური მონაცემები იტალიიდან

Joni Kvaracxelia

«გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება»-პაატა იმნაძე

დატოვე კომენტარი