განცხადებები

„ვარ დამოუკიდებელი და არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას»-სალომე ზურაბიშვილი

„დებატები 2018“-ში “პირველი არხის” ეთერში «ქართული ოცნების» მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ზეპარტიულობაზე ისაუბრა:

„ვარ დამოუკიდებელი და ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი და უმართავი ვარ, რომ ალბათ ვერავინ მმართავს, თუნდაც „ქართული ოცნება“. ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ხელისუფლებას ჩემთვის მხარი არ უნდა დაეჭირა.

მე დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემს ფუნქციაში, რომელსაც ვასრულებდი, თუნდაც ბოლოს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი პარლამენტარი. ასევე როცა მქონდა ჩემი პარტია.

მე მგონი, კარგად მესმის, რას ნიშნავს ზეპარტიულობა. მე დღეს არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ მას აქვს ძალაუფლების ნაკლები ბერკეტები, მაგრამ საზოგადოებრივი კუთხით აქვს უფრო ბევრი სფერო. ამიტომ ვთქვი, რომ ეს პრეზიდენტი იქნება საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებრივ პრობლემებზე მომუშავე. ახალი პრეზიდენტი ნაკლებად იქნება ჩართული პარტიულ პოლიტიკასა და იმ დაპირისპირებაში, რომელიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ნაკლებად არის ჩემი საქმე. ესენი დღეს ამბობენ, მე ვამბობ პირველი დღიდან, ამიტომ შევთავაზე ღია და ევროპული კამპანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

”პუტინი ჩემი სიტყვებით კმაყოფილი დარჩა”

Joni Kvaracxelia

მაიკ პომპეო საკონსტიტუციო რეფორმას გამოეხმაურა

«ჩემი შვილი ვიღაცა არაა და თქვენ ქვეყნისთვის მართლა ვიღაცეები ხართ მკვლელებო»-სარალიძე ეკა ბესელიას

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი