განცხადებები

ვარშავა ემზადება რუსეთის შემოჭრისთვის — პოლონეთში უკრაინის ყოფილი ელჩი

უკრაინის ყოფილმა ელჩმა პოლონეთში ანდრეი დეშჩიცამ  განაცხადა, რომ ვარშავა ემზადება რუსეთის შემოჭრისთვის.

«არსებობს შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა შეუტიოს პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება», — განაცხადა დეშჩიცამ «24 არხი»-ს ეთერში.
მისი თქმით, ვარშავას ესმის, რომ „უკეთესია უკრაინას დაეხმარონ და ამით თავიდან აიცილოს რუსული ჯარების პოლონეთის საზღვრებთან მიახლოება“.

დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გადაეცემა ეს დახმარება უკრაინას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ პოლონეთმა ნატოს უკრაინაში ჯარების გაგზავნისკენ მოუწოდა.

ამასთან, ელჩმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ პოლონელებს, სურთ უკრაინას ჩამოაჭრან მისი დასავლეთ ნაწილი.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა დედა-მიხეილ ყაველაშვილი

roma sajaia

«გაუპატიურებულ რუსთავს ვეღარაფერი გააცოცხლებს…»-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი