სოცქსელი

«ვარიაციები ბიზნესის თავისუფლების თემაზე: «რუსეთი — ბრძოლა თუ წაწოლა?»

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«ვარიაციები ბიზნესის თავისუფლების თემაზე:

1990-იანი წლების დასაწყია და მიდის ტრადიციული დისკუსია თემაზე «რუსეთი — ბრძოლა თუ წაწოლა?»

წესიერი ხალხი, ცხადია, ბრძოლას ირჩევს. პროტო-ქოცები იძახიან, მაინც გვიხმარს ერთმორწმუნე და ბარემ ჩვენით მივეძლიოთო.

ამაზე ნოდარ ნათაძე ცნობილი სიტყვით გამოვიდა, რომელიც დღემდე აქტუალურია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს კონტექსტში:

დავუშვათ და მაინც იძალადა მტერმა, გაუპატიურების მსხვერპლს თანაგრძნობა და თანადგომა ერგება, ის ღირსებასაც ინარჩუნებს და სამაგიეროს გადახდის — გნებავთ, სამართლის აღსრულების — პერსპექტივასაცო.

აი, შენით თუ დაუწექი, მაშინ ბოზი ხარ და მეტზე ნურც გექნება პრეტენზიაო. არავინ დაგიცავს და არც იქნები დახმარების ღირსიო.

ხოდა, ასეა ეს.

არაფერია იმაზე გულისამრევი, როცა ვინმეს ეტენები და ის არ გიტენის. სამაგიეროდ, ორმაგი სიამოვნებით განადგურებს, უკვე «ბოზად» ქცეულსა და დაუცველს.

ჭკვიანი ხალხია, ვისაც ეს ეხება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. იმედია, გამოიტანენ დასკვნებს.»-წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ახლა ივანიშვილს აეკიდა ზარატუსტრას ლეშივით»-გიგი უგულავა ლადო კახაძეზე

«ოცნება რომ ბიძინას გინებისთვის ადამიანებს შარდს აზილავს სახეზე, აწი ამას აღარაფერი ეშველება»

«სკოლის მერე ყვავილები დედისთვის»-სულისშემძვრელი ფოტო

დატოვე კომენტარი