განცხადებები

ვაჟა გაფრინდაშვილი: ოსურ გაზეთებში შეიძლება გავრცელდეს, თითქოს, მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული

დღეს ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: «ოსურ გაზეთებში შეიძლება გავრცელდეს, თითქოს, მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული. მე მინდა გითხრათ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლო სხდომაზე. საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა მადლიერება ოსი მოსახლეობის წინაშე. თვენახევარი მე ვიყავი ამ მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. ციხის საჭმელი მე იქ არ მიჭამია. ჩემ სახელზე შემოდიოდა ეს გზავნილები და მათ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. იგივე სიტყვები ვთქვი იქ და იქაურმა მედიამ, შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს», — თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა. შეგახსენებთ
რომ საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«კობახიძე, ყველა უბედურებასთან ერთად, განსაკუთრებული ბრიყვია»

არავინ არ არის მზად მშვიდობას ტერიტორიები შესწიროს — ვოლოდიმერ ზელენსკი

„მე არ მივიღებ ამ ბრალდებებს იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები»-აშშ-ს წარმომადგენელი რუსეთს

დატოვე კომენტარი