განცხადებები

«ვაპირებ მივიდე ნიკასთან საპატიმროში…»-სამადაშვილი

«როდესაც გიორგი გამოვა საპატიმროდან, ვაპირებ, დღეს ან ხვალ მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე, რადგან ჩემი ძალიან დიდი სურვილია, აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელია შეხვდეს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახთან. იმედი მაქვს, მალე გათავისუფლდება. ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს თვის გადაწყვეტილებას. მინდა, გამოვთქვა ჩემი ძალიან დიდი იმედი და სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია სრულად იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშაოთ ამ შეთანხმების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დღეს ბევრად უფრო საინტერესო არის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის პირადი პოლიტიკური გეგმები. ამიტომ მიმაჩნია, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნიკა მელია, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს საპატიმროდან და შეთანხმება გახდეს სრული, იმ თვალსაზრისით, რომ შემოუერთდეს მას ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია»-განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ე.წ.კარვების ქალაქის დაშლის კადრები (ვიდეო)

«ერთი ქისტიც რომ დააკავონ ამას არავის არ შევარჩენ“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

«რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!!»-მუქარა ტვ პირველზე

დატოვე კომენტარი