მსოფლიოშისამხედრო

«ვაგნერი» ლიბიაში. გაეროს განცხადებით, გენერალ ჰაფტარს რუსეთიდან ასობით დაქირავებული ეხმარება

გაეროს მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, რომელიც მედიამ შეიტყო, ერთ – ერთი რუსული სამხედრო კერძო კომპანიის, ე.წ. «ЧВК Вагнера»-ს დაახლოებით 1200 თანამშრომელი განლაგებულია ლიბიაში.
57 გვერდიანი ანგარიში, რომელიც შედგენილია გაეროს ლიბიის წინააღმდეგ სანქციების კომიტეტის სადამკვირვებლო მისიის მიერ, ერთდროულად გამოქვეყნდა მრავალი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ლიბიაში 1200-მდე «ЧВК Вагнера»-ის დაქირავებული მებრძოლი გენერალი ხალიფა ჰაფტარის მხარეზე იბრძვის ტრიპოლში, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ. მომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ სავარაუდო რიცხვია, რომელიც დაფუძნებულია «რამდენიმე ვიზუალური კონტაქტზე თუ ღია წყაროებზე».

Loading…

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი დაქირავებულები მოქმედებენ ლიბიაში 2018 წლიდან, რათა «უზრუნველყონ ტექნიკური დახმარების გაწევა სამხედრო მანქანების შეკეთებაში და მონაწილეობა მიიღონ სამხედრო ოპერაციებში».

იანვარში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საპასუხოდ კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები ლიბიაში უპასუხა, რომ მათი მოქმედება არ წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

როგორ ცდილობდა მედვედევი პოლიტიკაში დაბრუნებას და რატომ ვერ შეძლო

Joni Kvaracxelia

ტრამპი ცდილობს შეათრიოს რესპუბლიკური პარტია თავის ცრუ-თეატრში

Joni Kvaracxelia

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ობიექტებს ბომბავს

დატოვე კომენტარი