განცხადებები

«ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი»-დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი.

«მათ ახალი არაფერი უთქვამთ. ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ჩვენ უკვე 30 წელია, გვესმის. მათ არ სურთ, დაიჯერონ, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არანაირ გარემოებებში არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი. მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა…

ჩვენ, როგორც ის ქარავანი, რომელიც თავისი გზით მიდის, ყურადღებას არ აქცევს გარშემო ხმაურს, გავაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნისკენ – დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ», -განაცხადა დიმიტრი მედოევმა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი შვილის ღირსებას მაქსიმალურად დავიცავ“-ზაზა სარალიძე

Joni Kvaracxelia

საფრანგეთი უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს

roma sajaia

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ (ვიდეო)

დატოვე კომენტარი