პოლიტიკა

ეუთო/ოდირი დასკვნას ამზადებს — ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს.

ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე», — წერს ეუთო/ოდირი.

ამასთან, ODIHR აღნიშნავს, რომ ეუთო-ს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების პროცესის გზით. როგორც ის აღნიშნავს, ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

უნგრეთი საქართველოს საზღვრებს არ უხსნის

«მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი»-რა განცხადება გაავრცელა ზარდიაშვილმა?

პარტიების სრული სია ცნობილია — როგორ გადანაწილდა პარტიების საარჩევნო ნომრები

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი