არჩევნები

ეუთო-ოდირის დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან

ეუთო/ოდირის დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან. 31 ოქტომბრის არჩევნებზე ორგანიზაციის 380-მდე წარმომადგენელი იმუშავებს. სტუმრები უკვე 48 საათია თბილისში იმყოფებიან და გუნდს ჯილიან სტირკი უხელმძღვანელებს. ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. 350 დამკვირვებელი კი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა. ეუთოს გარდა, საპარლამენტო არჩევნებს სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან.
დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით 13 ლოკაციაზე განთავსდებიან და როგორც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მიმდინარეობას, ასევე მედიის მხრიდან გაშუქებას დააკვირდებიან. პირველ შუალედურ ანგარიშს ოდირი საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე წარადგენს.

საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების გაყალბების მცდელობას მინიმუმამდე დაიყვანს — ასეთია ოპოზიციის შეფასება ეუთო/ოდირის მისიის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები თავად ხელისუფლებამ მოიწვია, რათა არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთ-გრიგოლ ვაშაძე

მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი