განცხადებები

«ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს»-მეუფე შიო კორონავირუსზე

«უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა»
IPN-ის ინფორმაციით  აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თქვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

„ჩვენ გავცემთ საკადრის პასუხს…“ — რუსეთი აშშ-ს ემუქრება

«ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში»-ნიკა გვარამია

ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნა არ მჭირდება — გიორგი ვაშაძე

დატოვე კომენტარი