განცხადებები

«ეს იქნება ჩემი აღსარება!“-ზაზა სარალიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე «ალიასთან» ვრცელ ინტერვიუს აკეთებს, ის ინტერვიუს პირველ ნაწილში მის ვაჟს  დათუნა სარალიძეს იხსენებს.

ზაზა სარალიძეაღსარებანაწილი პირველი:

«ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე იყო. მაგრამ, რაკი ბიჭი იყო, თან ტანად დიდი და დიდი ძალის პატრონი, რაღაც პერიოდი სიმკაცრეს ვიჩენდი. არასოდეს შემწინააღმდეგებია, არასოდეს უთქვამს საყვედური და ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი.

ერთხელ, დედამისისთვის უთქვამს, მამა ვეღარ მიგებსო. მეტი არაფერი, მარტო ეს ფრაზა — მამა ვეღარ მიგებს და მივხვდი, ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი.

საერთოდ, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ, პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დაიწყო, საკუთარი თავი უნდა გაზარდო, საკუთარ თავზე უნდა იმუშავო. დავიწყე ფიქრი, რას ვაკეთებ არასწორად და გადავწყვიტე, მამა და მეგობარი ვყოფილიყავი ერთად. ვსაუბრობდით, ვუყვებოდი, მიყვებოდა, განვიხილავდით.

ერთადერთი რაზეც სულ ვკამათობდით და ვერ ვთანხმდებოდით, ეს იყო ის, რომ ყოველთვის, ყველას დაცვას ცდილობდა, იცნობდა, არ იცნობდა, სულ ერთი იყო, ხედავდა, ვინმეს ჩაგრავდნენ? აუცილებლად უნდა დაეცვა.

ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა, მარტო მისულიყო ყველას დასაცავად, აქ ქუთაისი არ გეგონოს, შვილო, აქ დიდი ქალაქია, ისე გაგიყრიან დანას, არც დაფიქრდებიან-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ, არ ესმოდა. ეს იყო ერთადერთი, რაშიც არ მიჯერებდა. არ მიჯერებდა კი არა — ვერ მიჯერებდა. ვერ იგებდა, როგორ შეიძლებოდა, სუსტი არ დაეცვა.

თორემ, დათუნა უკონფლიქტო ადამიანი იყო, თავად კონფლიქტი არ მოუვიდოდა!

არ ვიცი, გული უგრძნობდა, ალბათ, დანის ეშინოდა, ვერ ეკარებოდა დანას. კარტოფილს მარიამს ათლევინებდა და აჭრევინებდა და მერე წვავდა!»

იხილეთ სრულად:წყარო ალია

Loading…

მსგავსი პოსტები

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

roma sajaia

საშემოდგომო სესიისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება

პრემიერი შეხვედრაზე პოლიტიკოსების დასწრების წინააღმდეგია

დატოვე კომენტარი