განცხადებები

«ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მავანთ შერჩათ სისხლიანი ჯაბა იოსელიანის სიონში «გაპატიოსნება» და დიდუბის პანთონში დასაფლავება»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თენგიზ სიგუას გარდაცვალებას და თბილისის სიონის ტაძარში დასვენების ფაქტს გამოეხმაურა:
«როგორც ვრცელდება ინფორმაცია, პუტჩის და სამოქალაქო ომის ერთერთ ორგანიზატორს, თენგიზ სიგუას თბილისის სიონის ტაძარში დაასვენებენ. ადამიანს, რომელიც, როგორც ცნობილია, სინანულიც კი არ გამოუხატავს ეროვნული და სახელმწიფო დანაშაულის გამო. ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მავანთ შერჩათ სისხლიანი ჯაბა იოსელიანის სიონში «გაპატიოსნება» და დიდუბის პანთონში დასაფლავება, ხოლო ქართველმა ერმა გადაყლაპა ეს სამარცხვინო ფაქტი და შეურაცხყოფა. აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დადგეს და შეარცხვინოს ისინი, ვისაც სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს.»-წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.
Loading…

მსგავსი პოსტები

«განელდა გავრილოვის ღამე მოხვედრილი ტყვიების ტკივილი? აღარ გვახსოვს ამოთხრილი თვალები და დალეწილი ძვლები?»-დავით ქაცარავა

სამშობლოს ვერავინ შეგვიცვლის, ის ერთადერთია !

Joni Kvaracxelia

იაპონისს ახალი ელჩის მისასალმებელი სიტყვა

დატოვე კომენტარი