განცხადებები

«ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?»-ზურაბიშვილი გაბუნიას განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ  თავის საავტორო გადაცემაში პუტინის მიმართ გინებას  გამოეხმაურა:

«პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას.
პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა.
ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!
საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!»-აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყანდიაშვილი, თავის გადარჩენისთვის ბევრ რამეს «დაფქვავს»

​”ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტები სამედიცინო დანიშნულებით გადმოგვყვავს​ და არა მათი დაკავების მიზნით”-დავით სერგეენკო

«ბიძინას პრემიერად დაბრუნებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ…გაიმარჯვებს, ხალხი იტყვის გაუმარჯოს ბიძინასო»-გივი სიხარულიძე

დატოვე კომენტარი