სოცქსელი

«ესენი პუტინის ტანკებს რუსული დროშებითაც დახვდებიან მალე, ბედკრულო ჩემო ქვეყანავ, რა შხამიანი რძე გაქვს ასეთი, რომ ამდენი მოღალატე გამოზარდე …»-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის მიმართ დედის გინების ფაქტს და ამ წუთებში რუსთავი2-ის ეზოსთან  განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

«რაღაც გადაბრუნებული, უკუღმართი სარკეების პერიოდი გვაქვს ამ პაპანაქება ივლისში…

რომელიღაც ჟურნალისტის მდაბიო ტირადის გამო რატომ უნდა შევიწუხო თავი და ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტრის დასაცავად ქუჩაში გავიდე? უბრალოდ მითხარით, რა არგუმენტით? ამ ბრბოს, რომელიც ლაჩრულად, კლავიატურასთან ყოველ ცისმარე დღეს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს ყველას, ვისაც ხიხო და მისი მონები არ მოსწონს, დღეს პუტინის დედის მოხსენიება აშფოთებს?

სად იყვნენ, სად არიან ესენი, როცა რუსი ყოველდღე კარაქის ნაჭერივით გვაჭრის მიწას?! სად იყვნენ, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებდენ და გვიხოცავდენ?! სად ეყარნენ, როდესაც ამ ორიოდე დღის წინ ვიღაც რუსი ღორები ბრიუსელში დამცინავად გვიცხადებდნენ, რომ ვერვეღირსებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოში დაბრუნებას?! ესენი პუტინის ტანკებს რუსული დროშებითაც დახვდებიან მალე, ბედკრულო ჩემო ქვეყანავ, რა შხამიანი რძე გაქვს ასეთი, რომ ამდენი მოღალატე გამოზარდე …

ასე რომ, ნუ მიაცვ-მოაცვამთ, გულანთებულო აგენტურავ, ტყავში დაეტიეთ და კაცობანას თამაშს შეეშვით! თქვენ სხვა მუცლის გვრემა გაქვთ, მიბრუნდით ბუნაგში, კარტოფილი დგრჩათ შეუჭმელი!»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილის მითითებით, საქართველოს საელჩომ ზუსტად დაამთხვია ღონისძიება ჩვენს საქართველოს მომავლის ფორუმს რომში»-სააკაშვილი

«მე გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და დავბრუნდები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად»-ნუგზარ სულაშვილი

«მძ@@ერის სუნს აყენებთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა»-ნანუკა ჟორჟოლიანი

დატოვე კომენტარი