განცხადებები

«ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ…»-ლევან რატიანი

«ექიმები სულ ვამბობდით, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზრდის მატება ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა პირდაპირ იზრდება. ახალ კორონავირუსს ახასიათებს ერთი რამ: შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავადებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება – არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი.»

სუნთქვის უკმარისობა
ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ.

ჩვენი გამოცდილებით, თუ კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება, ეს დამძიმება იწყება მეშვიდე-მერვე დღეს.

ადამიანს უჭირს ერთნაირად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,

ტკივილი გულმკერდის არეში,
შეუპოვარი ხველა
ძლიერი საერთო სისუსტე
ეს არის ის სიგნალები, რომელთა არსებობის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართო კლინიკას»- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “იმედის ეთერში”

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთთან თანამშრომლობა დიდი შეცდომაა» — შტაინმაიერი

«ლარი არის თავისუფალი თინეიჯერი»-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

რატომ შეამცირა აშშ-მ საქართველოს დაფინანსება?

დატოვე კომენტარი